воскресенье, 7 февраля 2016 г.

პირველი მოდულის რეფლექსია


             ინტელის მესამე დონის ტრენინგის გავლა ,,ოცნებად გვქონდა"გადაქცეული. სასიამოვნოა,რომ ტრენინგზე შევხვდით საინტერესო პიროვნებას-ბატონ გიორგის.
ტრენინგი დაიწყო ერთმანეთის გაცნობით. შემდეგ გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების უპირატესობაზე.ყურადღება გავამახვილეთ იმაზე,რომ პროექტები გათვლილია ბლუმის  მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევებზე.
შევქმენით  საქაღალდეები,რომელშიც განვათავსეთ სამუშაო დოკუმენტები.
დღე დატვირთული იყო.გავიხსენეთ წინარე გამოცდილება,გადავხედეთ ჩვენს საქმიანობას...ვიმუშავეთ  პროექტის შაბლონების შექმნაზე.ერთი სიტყვით, მეცადინეობა  ძალიან ნაყოფიერი იყო. 

Комментариев нет:

Отправить комментарий