ინტელის მესამე დონის ტრენინგის გავლა ,,ოცნებად გვქონდა"გადაქცეული. სასიამოვნოა,რომ ტრენინგზე შევხვდით საინტერესო პიროვნებას-ბატონ გიორგის.
ტრენინგი დაიწყო ერთმანეთის გაცნობით. შემდეგ გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების უპირატესობაზე.ყურადღება გავამახვილეთ იმაზე,რომ პროექტები გათვლილია ბლუმის მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევებზე.
შევქმენით საქაღალდეები,რომელშიც განვათავსეთ სამუშაო დოკუმენტები.
დღე დატვირთული იყო.გავიხსენეთ წინარე გამოცდილება,გადავხედეთ ჩვენს საქმიანობას...ვიმუშავეთ პროექტის შაბლონების შექმნაზე.ერთი სიტყვით, მეცადინეობა ძალიან ნაყოფიერი იყო.