пятница, 4 марта 2016 г.

ტრენინგის მეცხრე დღე
როგორ იქნა დავასრულეთ სატრენინგო პროგრამა...
გამოვაქვეყნეთ ჩვენი ნაშრომ-ნაღვაწი..იმედია ვინმეს გამოადგება.
დიდი მადლობა ბატონ გიორგის,ჩვენს მეგობარს და გულშემატკივარს.კიდევ ბევრჯერ შევხვედროდეთ ერთმანეთს.

Картинки по запросу სმაილიკები

воскресенье, 28 февраля 2016 г.

მერვე ტრენინგდღე
ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის გაფორმება.კარგი იყო..თუმცა ძალიან დავიღალეთ.ყოჩაღ გიორგის,მშურს მისი ნებისყოფა.

суббота, 27 февраля 2016 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე
ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიაზე და პროექტის გეგმაზე.
დავიღალე...

суббота, 20 февраля 2016 г.

მეექვსე ტრენინგდღე
ფრიად გახარებული ვარ - პრეზენტაცია ავაწყვე!
დიდი გამოცდილება შევიძინე.თუმცა ბევრი რამ უკვე ვიცოდი... დავხვეწე ცოდნა და უნარები.
მეხუთე ტრენინგდღის რეფლექსია.

მუშაობა საინტერესო იყო. გავეცანით  პრეზენტაციის პროგრამას.ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდოპრეზენტაციაზე.ვისწავლეთ ვიდეო მასალის გადმოწერა. ჩვენს საქაღალლდეში ,,მოვიმარაგეთ" პრეზენტაციისათვის საჭირო რესურსები:სურათები,ვიდეო,ამონარიდები ინფორმაციებიდან... დავამუშავეთ მულტიმედიური შეფასების ფორმა.
დღე შრომატევადი,მაგრამ ნაყოფიერი იყო. 

воскресенье, 14 февраля 2016 г.

ტრენიგის მეოთხე დღის რეფლექსია
დღე იყო შრომატევადი..ვიმუშავეთ შეფასების სქემის შედგენაზე.მივიღეთ უამრავი ინფორმაცია.თანდათან დავეუფლეთ ტექნოლოგიებს.

суббота, 13 февраля 2016 г.

მესამე ტრენინგდღის რეფლექსია

შევისწავლეთ პროექტის შედგენის სტრატეგიები,ვიმუშავეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენაზე.ტრენინგი უფრო დაუფრო საინტერესო ხდება.

воскресенье, 7 февраля 2016 г.

პირველი მოდულის რეფლექსია


             ინტელის მესამე დონის ტრენინგის გავლა ,,ოცნებად გვქონდა"გადაქცეული. სასიამოვნოა,რომ ტრენინგზე შევხვდით საინტერესო პიროვნებას-ბატონ გიორგის.
ტრენინგი დაიწყო ერთმანეთის გაცნობით. შემდეგ გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების უპირატესობაზე.ყურადღება გავამახვილეთ იმაზე,რომ პროექტები გათვლილია ბლუმის  მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევებზე.
შევქმენით  საქაღალდეები,რომელშიც განვათავსეთ სამუშაო დოკუმენტები.
დღე დატვირთული იყო.გავიხსენეთ წინარე გამოცდილება,გადავხედეთ ჩვენს საქმიანობას...ვიმუშავეთ  პროექტის შაბლონების შექმნაზე.ერთი სიტყვით, მეცადინეობა  ძალიან ნაყოფიერი იყო.